პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე: „ხელისუფლება ძალიან დიდ შეცდომებს უშვებს და ამას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება როგორც ქვეყნისთვის, ასევე „ქართული ოცნებისთვისაც“

1-Burjan-pol-3საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. 2014 წლის 18 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნების წინ ხელისუფლების წარმომადგენლებს ეშინიათ დემოკრატიული მოძრაობის“, რომ ეს მათი ყველა ქმედებიდან სჩანს.

„აქ ლაპარაკია იმ შიშზე, რომელმაც ასე გააფთრებით აბრძოლა „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მათ ეშინიათ იმის, რომ არ გაფორმდეს „დემოკრატიული მოძრაობა“, როგორც უმნიშვნელოვანესი ოპოზიციური ძალა და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ გაფორმდეს, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა, იმიტომ რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს ისეთი ოპონენტი, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ და ამ შეცდომას ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება, როგორც ქვეყნისთვის, ასევე „ქართული ოცნებისთვისაც“ -  განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.