საზოგადოება
გალში 3,5-ბალიანი მიწისძვრა მოხდა

miwisdzvra2აფხაზეთში, გალში, 3,5-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. როგორც საქინფორმს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრიდან აცნობეს, მიწისძვრა გალის ჩრდილოეთით, 50-55 კმ-ის დაშორებით, დაუსახლებელ ტერიტორიაზე გუშინ 00:43 საათზე მოხდა.

როგორც სეისმოლოგები აცხადებენ, გალთან მომხდარი მიწისძვრა საშუალო სიმძლავრისაა და დამანგრეველი ეფექტი არ ჰქონდა.