სამართალი
აღნიშნულთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთი მათგანის თანახმად, 18 წლის თაკო ყურშავიშვილმა თავი იმიტომ მოიკლა, რომ მისმა ყოფილმა შეყვარებულმა ცოლი მოიყვანა.
გოგონა საბავშვო-სასწავლო სტუდია TV ინკოგნიტოს კურსდამთავრებულია. მისი პედაგოგის, TV ინკოგნიტოს დირექტორ მანანა გაბრიჩიძის განცხადებით, თაკო ყურშავიშვილს პრობლემები არ ჰქონია.
„გაოგნებული ვარ. არაფერი პრობლემა არ ჰქონია. გუშინ და გუშინწინაც მესაუბრებოდა. სმს-ს მწერდა. მითხრა, გამოგივლითო“, - განაცხადა გაბრიჩიძემ.
თაკო ყურშავიშვილის გარდაცვალების ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.