პოლიტიკა
აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან ევროკავშირში შესვლას მხოლოდ საქართველო აპირებს?

1-vostoCnoe-polit-3საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთთან დაახლოების მომხრეთა რიცხვი იზრდება ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში - მოლდოვაში.

შესაბამისი მონაცემები გამოაქვეყნეს სოციოლოგებმა, რომლებსაც ვერაფრით დავაბრალებთ პრორუსულ ანგაჟირებულობას. დამოუკიდებელ მოლდოვაში ახლა გაცილებით მეტნი არიან ისინი, ვისაც რესპუბლიკის საბაჟო კავშირში შესვლა სურს, და საგრძნობლად შემცირდნენ ისინი, ვისაც ევროპულ კავშირში გაწევრება უნდა. ამას მოწმობს სლოვაკური ატლანტიკური კომისიის (Slovac Atlantic Commission – SAC) დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის მონაცემები. გამოკითხვა ტარდებოდა 2013 წლის 19 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა 18 წელზე უფროსი ათასი რესპონდენტი (5 მილიონზე ნაკლები მოსახლეობის მქონე ქვეყნისთვის სავსებით რეპრეზენტაციულია) ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, დნესტრისპირეთის გამოკლებით. გამოკითხვის ცდომილება შეადგენს 3%-ს.

არა, არ შეიძლება ითქვას, რომ მთელ მოლდოვას ერთხმად უნდა საბაჟო კავშირში. ევროიტეგრაციის მომხრეთა რიკხვი რესპუბლიკაში ჯეო კიდევ დიდია - 44,3%. თუმცა ოთხი წლის წინ ასეთი 55% იყო. თანაც კლება დაფიქსირებულია არა რომელიღაც “კრემლის აგენტების” მიერ - სავსებით ევროორიენტირებული სოციოლოგების მიერ.

თავად კვლევითი პროექტის სახელწოდებაა “მოლდოვაში ევროპული დიალოგის გაფართოება” და ის ევროპული ორგანიზაციის დაკვეთით ხორციელდებოდა.

და რა გამოვიდა? რესპონდენტთა 44,3%-მა ევროკავშირი აირჩია, 40,4%-მა - საბაჟო კავშირი, 4% ჯერ ვერ გარკვეულა. სამპროცენტიანი ცდომილების გათვალისწინებით გამოდის, რომ ევროინტეგრაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა რიცხვი მოლდოვაში თანაბარია. არადა, 2009 წელს მოქალაქეთა 55%-მა ევროკავშირი აირჩია და მხოლოდ 30%-მა - საბაჟო კავშირი. ამასთან, შეკითხვის იმ ვარიანტში, რომელიც ევროკავშირთან და საბაჟო კავშირთან ერთდროულად თანამშრომლობას უშვებს, 31,8%-მა ევროპა აირჩია, 35,9%-მა - საბაჟო კავშირი, ხოლო რესპონდენტთა 25% დასავლეთთან და აღმოსავლეთთან თანამშრომლობის შეთავსებას ამჯობინებდა. ამასთან, გამოკითხულთა მესამედზე მეტი (35%) ვარაუდობს, რომ მოლდოვას ევროკავშირთან თანამშრომლობა ევროკავშირის ინტერესებს უფრო შეესაბამება, ვიდრე მოლდოვასი.

და კიდევ: გამოკითხულთა 42,6%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირი მოლდოვას აღიქვამს, როგორც მეორეხარისხოვან პარტნიორს, რამდენადაც მას უნებისყოფო (45%), სუსტ (82%), დამოკიდებულ (46%) და არადემოკრატიულ (34%) სახელმწიფოდ მიიჩნევს. 23%-ით შემცირდა მათი რაოდენობა, ვისაც ევროკავშირის პროექტი “აღმოსავლეთ პარტნიორობა” ურთიერთნდობაზე დაფუძნებულად მიაჩნია; 42% ვარაუდობს, რომ “აღმოსავლეთ პარტნიორობაში” ლაპარაკი მეტია, ვიდრე ქმედებები; 33% ევროკავშირთან დაახლოების დაბალ ტემპზე მიუთითებს.

http://vz.ru/world/2014/2/17/672991.html