აქტუალური
ედუარდ შევარდნაძე: “მჯერა პუტინის დანაპირების... ძალიან მალე ურთიერთობის აღდგენის პროცესი დაიწყება“

1-eduard-aqtual-2საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. "რუსეთის პირველმა პირმა, რომელმაც საქართველოს პირველ პირთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, ძალიან კარგად იცის, რომ საქართველო თავის ტერიტორიებზე უარს არასდროს იტყვის", - ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძემ გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით,  ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობის გაჯანსაღების პროცესი უეჭველად დაიწყება.

"პატრიარქის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ვთქვი, რომ მისი უწმინდესობის ეს ვიზიტი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ახალი ეტაპის დასაწყისად მესახებოდა. მაშინ ისიც განვაცხადე, მჯერა იმ დანაპირების, რომელიც პუტინმა ჩვენს პატრიარქს მისცა-მეთქი. ეჭვი არ მეპარება, ძალიან მალე სიტუაცია რადიკალურად შეიცვლება, ურთიერთობის აღდგენის პროცესი დაიწყება და, რაც მთავარია, პროცესში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები", - განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა.