აქტუალური
სახლში გამარჯვება მომაქვს!” მერი არაბიძე - კიდევ ერთი ვარსკვლავი საქართველოდან Moscowopen-ზე

1-moscow-aqt-1-an-1-mtavსაქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის სახელმწიფო სოციალური უნივერსიტეტის თასი Moscowopen არა მარტო ყოველწლიურად გადააქცევს მოსკოვს მსოფლიო ჭადრაკის ცენტრად და ქვეყანაში საჭადრაკო ტრადიციების სიმძლავრის დემონსტრირებას ახდენს, არამედ უცხოელ სპორტსმენებს, სპორტულ ფედერაციებს და ქვეყნებს მსოფლიო საჭადრაკო არენაზე მკაფიოდ წარმოჩენის რეალურ შესაძლებლობას აძლევს. ნორჩი დიდოსტატი თბილისიდან მერი არაბიძე პირველობდა რსსუ-ს თასზე სტუდენტ-დიდოსტატებს შორის და ღირსეულად დაამტკიცა ქალთა ქართული საჭადრაკო სკოლის მაღალი დონე, ისევე როგორც ნინო ბაციაშვილმა, რომელმაც რსსუ-ს თასის ანალოგიურ ტურნირში 2012 წელს გაიმარჯვა.

 - მერი, გილოცავთ! თუ შეიძლება, გამარჯვებაზე პირველი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეთ

- გმადლობთ. პირველად ვმონაწილეობ MoscowOpen-ის ფესტვიალში. და უნდა აღინიშნოს, რომ ყველაფერი ძალიან მომეწონა. ჩემი გამარჯვება ასეთ გრანდიოზულ ფესტივალზე დიდი სიხარულია.

- რატომ გადაწყვიტეთ სწორედ სტუდენტურ ტურნირზე გამოსვლა?

- ამ კატეგორიაში გამოსასვლელად რსსუ-ს თასის ორგკომიტეტმა მიმიწვია. და რადგან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ, სიხარულით დავთანხმდი. მომავალში, ვფიქრობ, თავად “ოპენში”, ტურნირ “В”-ში ვითამაშებდი.

- როგორ ფიქრობთ, რა ადგილს დაიკავებს თქვენი გამარჯვება საქართველოს საინფორმაციო სივრცეში, ახლა ხომ ყველგან ოლიმპიური თემატიკა დომინირებს?

- საქართველოდან ოლიმპიურ თამაშებზე წელს პატარა გუნდია წარმოდგენილი სპორტის სამ სახეობაში. რა თქმა უნდა, ჩვენს სპორტსმენებს ვგულშემატკივრობთ. ჭადრაკი საქართველოსთვის - სპორტის განსაკუთრებული სახეობაა. ძალიან ვამაყობთ ქართული საჭადრაკო სკოლით. ვიცი, რომ სამშობლოში ბევრი გულშემატკივარი მყავს, რომლებიც ჩემი პარტიების ტრანსლაციებს უყურებდნენ და უკვე იციან, რომ სახლში გამარჯვება მიმაქვს. ვფიქრობ, ჩემი მხარდამჭერი ჯგუფი კარგ განწყობაზეა და აეროპორტში ჩემს დასახვედრად ემზადება.

- როგორ აფასებთ ტურნირის მონაწილეთა შემადგენლობას?

- ყველა მონაწილე ძალიან ძლიერია. სიმართლე გითხრათ, თქვენთან, მოსკოვში რომ მოვდიოდი, არც ვფიქრობდი, რომ ასეთი ძლიერი შემადგენლობა იქნებოდა.

- რას უსურვებთ ჩვენს ფესტივალს?

- ყველაფერი იმდენად მომეწონა, რომ ერთადერთი, რასაც ვისურვებ - ასევე განაგრძონ. ორგანიზატორებს ვუსურვებ, წარმატებით ჩაატარონ ფესტივალი მომავალ წელს, მერე კიდევ მრავალი წელი ზედიზედ. დაე, სულ უფრო მეტი მოჭადრაკე გახდეს რსსუ-ს თასის მონაწილე. მეც ბედნიერი ვიქნებოდი, თუ მათ მომავალ წელსაც შევუერთდებოდი!

ესაუბრა ანა კალიაევა - საგანგებოდ საქინფორმისთვის

გალინა პოპოვას ფოტოები

1-moscow-aqt-1-an-1-1 1-moscow-aqt-1-an-1-2