საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ბაბატუნდე ოსოტიმეჰინს შეხვდა

1-babatunde-sazogad-1საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ბაბატუნდე ოსოტიმეჰინს შეხვდა. შეხვედრისას განიხილეს საქართველოს მთავრობასა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივა. ასევე შეფასდა უკვე არსებული 15-წლიანი თანამშრომლობა. ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა იმედი გამოთქვა,რომ საქართველოს მთავრობასთან ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება: “ძალიან სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა საქართველოს პრეზიდენტთან. გაეროს მოსახლეობის ფონდი უკვე 15 წელია საქართველოსთან პროგრესულად თანამშრომლობს, რაც, იმედი გვაქვს, მომავალშიც  გაგრძელდება. ბიუჯეტით  გათვალისწინებული სოციალური ინვესტიციები კი ქვეყნის  მოსახლეობის ყოფაზე  დადებითად აისახება“, - განაცხადა ბაბატუნდე ოსოტიმეჰინმა.