აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

gaeros-akt-3საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელ დირექტორსა და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, ბაბატუნდე ოსოტიმეჰინს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მთავრობასა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის თანამშრომლობის გაგრძელების გეგმა.  პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს იმ დახმარებისთვის, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდი საქართველოს უკვე 15 წელია უწევს.  თავის მხრივ, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობა კვლავაც გააგრძელებს ამჟამინდელ კურსს. მისივე განცხადებით,  UNFPA დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით კიდევ უფრო წარმატებული ნაბიჯების გადადგმაში , რათა  რეალური ზეგავლენა მოახდინოს თითოეული ადამიანის ცხოვრებაზე.

საქართველოს პრემიერ–მინისტრთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ვერნერ ჰაუგი, UNFPA წარმომადგენელი თურქეთში და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ოფისების დირექტორი  ზაჰიდ ჰაქი, UNFPA ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ლელა ბაქრაძე.