უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში
საქართველო, 17 თებერვალი,
საქინფორმი. დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ძალოვან უწყებებს შორის უწყებათაშორისი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა
ირაკლი ალასანიამ კოლეგა ძალოვანი უწყებიდან
ალექსანდრე ჭიკაიძე მიიღო. რიგით მეოთხე სამუშაო შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ თავდაცვისა და შს მინისტრების მოადგილეები, გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, თავდაცვისა და შს სამინისტროების სხვა ხელმძღვანელი პირები.
მინისტრებმა კრიზისის მართვის ერთობლივი კოორდინირებული მუშაობის საკითხები განიხილეს და ორივე უწყების სხვადასხვა ქვედანაყოფის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
ძალოვან სამინისტროებს შორის სამუშაო შეხვედრა უკვე მეოთხედ ჩატარდა და მომავალშიც გაგრძელდება.