სამართალი
კურსი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ელენე გოცაძემ გახსნა. მომხსენებლებმა, „სტრატეგიული კვლევების ცენტრის“ თანადირექტორმა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სერჟანტებს ნატოს ისტორიის, სტრუქტურისა და განვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
კურსის მეორე დღეს სამხედრო მოსამსახურეები ევროკავშირისა და საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკაზე მიიღებენ ინფორმაციას. მესამე ნაწილი გენდერულ საკითხებზე მსჯელობას დაეთმობა. სემინარი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით ხორციელდება.