საზოგადოება
„თავისუფალი საქართველო“ აფრიკაში ქართული ჯარის გაგზავნის წინააღმდეგია

taivsufali-sakartveloსაქართველო, 17 თებერვალი, საქინფორი. საქართველოს მთავრობა განიხილავს ცენტრალურ აფრიკაში სამხედრო ოპერაციებში ქართული ჯარის მონაწილეობის შესაძლებლობას.

საქართველო უკვე წლებია მონაწილეობს საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპერაციებში და უკვე მრავალი ქართველი შეეწირა ამ ტიპის სამხედრო მოქმედებებს.

მიგვაჩნია, რომ ამ ფონზე „ქართული ოცნების“ მხრიდან ახალ სამხედრო მისიებში ქვეყნის ჩართვის შესაძლებლობა ყოვლად გაუმართლებელია. მითუფრო, რომ საქართველოს არ აქვს ამის ვალდებულება არცერთი პოლიტიკური თუ სამხედრო გაერთიანების წინაშე. ეს გამოიწვევს უცხო მიწაზე, უცხო ინტერესებისთვის დაღუპული ქართველი სამხედროების დამატებით მსხვერპლს, მაშინ, როცა საქართველო ავღანეთის მისიაში ისედაც უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყანაა ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის და ამას რამდენიმე ათეული ქართველი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა.