აქტუალური
საქართველო, 17 თებერვალი, საქინფორმი. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ვანო მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების ფაქტს გამოეხმაურა.
“სასამართლო დამოუკიდებელია, მერაბიშვილის ბრალეულობაში ეჭვი ნამდვილად არავის ეპარება, თუმცა ჩვენ ყველანი ველოდებით, როგორ დასრულდება გამოძიება. სხვა მიმართულებითაც მიმდინარეობს გამოძიება, რაშიც მერაბიშვილს ბრალი ედება. ეს არის 26 მაისის თემა, გირგვლიანის საქმე. ვფიქრობ, სამართლიანობის აღდგენის პროცესი, რომელიც ქვეყანაში დაწყებულია, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, სადაც კანონი ყველასა და ყველაფერზე მაღლა დგას. არ აქვს მნიშვნელობა, პიროვნებები რა თანამდებობაზე იმყოფებოდნენ, ყველა კანონის ფარგლებში უნდა მოექცეს“, - განაცხადა კალაძემ. საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ დღეს ქუთაისის სასამართლომ ყოფილ პრემიერ ვანო მერაბიშვილს თავისუფლების 5 წლით აღკვეთა შეუფარდა, ხოლო ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ზურაბ ჭიაბერაშვილს 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.