საქართველო, 17 თებერალი, საქინფორმი. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო. შეკრებითობის პრინციპით მერაბიშვილს მიესაჯა პატიმრობა 5 წლის ვადით.
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი 21 მაისს, პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ დააკავეს, თუმცა ჭიაბერაშვილი 20 ათასი ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათ ბრალი წარედგინათ სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით (ამომრჩევლის მოსყიდვა, მითვისება/გაფლანგვა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქმის მასალებით, მერაბიშვილმა და ჭიაბერაშვილმა 2012 წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამა გამოიყენე”ს ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტების დასაფინანსებლად, რომლებიც პარტიის სასარგებლო აგიტაციაში მონაწილეობდნენ, ფულს კი ბიუჯეტიდან იღებდნენ.
დაცვის მხარე განაჩენს, სავარაუდოდ, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.