თბილისში დიმიტრი გულიას ძეგლი გაიხსნა
საქართველო, 17 თებერვალი,
საქინფორმი. 2014 წლის 14 თებერვალს თბილისში გაიხსნა აფხაზი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის
დიმიტრი გულიას რესტავრირებული ძეგლი. წელს დიმიტრი გულიას დაბადებიდან 140 წელი სრულდება.
დიმიტრი გულიამ რუსული გრაფიკის საფუძველზე შეადგინა აფხაზური ანბანი, ასევე ის იყო პირველი აფხაზური გაზეთის, "აფსნის" რედაქტორი. 1921 წელს მან ჩამოაყალიბა პირველი აფხაზური თეატრალური დასი.