უცხოეთი
მედვედევმა ობლები გეებისგან დაიცვა

gei-zar-3საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთში აიკრძალა ობლების გაშვილება იმ ქვეყნებში, სადაც ერთსქესიანი ქორწინებაა ლეგალიზებული. შესაბამის განკარგულებას ხელი პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა მოაწერა.

„მშვილებლები შეიძლება იყვნენ ორივე სქესის სრულწლოვანი პირები, გარდა პირებისა, რომლებიც ერთი სქესის წარმომადგენელთა ქორწინებად აღიარებულ კავშირში იმყოფებიან და დარეგისტრირებული არიან იმ სახელწიფოს კანონდელობის შესაბამისად, სადაც ასეთი ქორწინება ნებადართულია“,  - ნათქვამია დოკუმენტში.

შვილოსნობის წესების ცვლილება ნახევარი წლის წინ მიღებული კანონის გაგრძელებას წარმოადგენს, რომლის თანახმადაც ქვეყნებში, სადაც ლეგალიზებულია ერთსქესიანი წყვილები, ბავშვების გაშვილება იკრძალება.

მთავრობაში მიაჩნიათ, რომ დადგენილება „ხელს შეუწყობს ობლების გაშვილების წესების სრულყოფას და დაიცავს მათ ინტერესებს“.