„უკრაინა სულ სხვა ისტორიაა, ასევე სომხეთიც. საქართველოში რუსეთს არ აქვს ბევრი ბერკეტი რათა მოახდინოს ზეწოლა საქართველოს გადაწყვეტილებაზე ევროინტეგრაციის საკითხში... 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩვენ რუსეთისადმი დამოკიდებულება შევიცვალეთ. ჩვენ ძალიან კონსტრუქციულები გავხდით... დიახ, დიპლომატიურ მხარეს რაც შეეხება, ჩვენ გავწყვიტეთ კავშირი და 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა აღარ გვაქვს. თუმცა, მიუხედავად ჩვენი კონსტრუქციული ძალისხმევისა, რუსეთის მხრიდან მაინც იგრძნობა ბევრი პროვოკაციული გამოვლინება... საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მათ განაგრძეს მავთულხლართების გაბმა. ეს ჩვენი ტერიტორიებია, მათ ეს გააკეთეს 45 კილომეტრზე. ეს გააკეთეს 2013 წელს. მათ თქვეს, რომ ეს დროებითია, მაგრამ არავინ იცის, ეს დროებითია თუ მუდმივი“.
ჟურნალისტის კითხვაზე: „თქვენ ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ, რომ ეს არის ტერიტორიების მისაკუთრების ნელი პროცესი?“ საქართველოს პრემიერმა მიუგო: „დიახ, ეს ასეა“.