აქტუალური
„ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ საქმე სსკ-ის 218-ე მუხლით არის აძღრული. მოგვიანებით, როდესაც გამოძიება იმ ეტაპზე მივა, რომ დამატებითი ინფორმაციის მოწოდება შეგვეძლება, აუცილებლად მოგაწვდით“, - განაცხადა საგამოძიებო სამსახურის პრესცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი გრძელიშვილმა.
მუხლი, რომლითაც კომპანია "ჯეოსელის" წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თავად „ჯეოსელში“ამ დროისთვის აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.