სამართალი
ვიდეოპაემნები - პატიმრებისთვის

patimrebis-paemnebiმომავალი წლიდან პატიმრებს ვიდეოპაემნების საშუალება მიეცემათ. აღნიშნული ცვლილება არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ კანონში შედის და საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ.

კანონპროექტით, ვიდეოპაემნების ორგანიზება თავისუფლების აღმკვეთი დაწესებულების გარეთ პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებში მოხდება.

ვიდეოპაემნები თავდაპირველად დედაქალაქში დაინერგება.

ასევე, ფართოვდება პატიმრების მნახველთა წრეც. მოქმედი კანონპროექტით, პატიმრის ნახვის უფლება მხოლოდ ოჯახის წევრებს ჰქონდათ.

„თითოეულ მოქალაქეს, ვისაც მსჯავრდებულთან დაკავშირების სურვილი აქვს , შეუძლია შეიტანოს განცხადება და, მსჯავრდებულისა და სასჯელაღსრულების სამინისტროს თანხმობით, პრობაციის ბიუროს მეშვეობით, მსჯავრდებულს დაუკავშირდეს, როგორც ვირტუალური ისე ვერბალური გზით“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა ანდრო ალავიძემ.