გუშინ, 2014 წლის13 თებერვალს, 18:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვ.ვ. პუტინის ბრძანებით №76 “რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ჯილდოებით უცხოელი მოქალაქეების დაჯილდოების შესახებ” ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ალექსანდრეს ძე ჭაჭია დაჯილდოვდა საპატიო ორდენით (ОРДЕН ПОЧЕТА) “რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებაში, სამეცნიერო და კულტურული კავშირების განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის”.
ცნობისათვის: დაარსების დღიდან (რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 1994 წლის 2 მარტის ბრძანება №442) რუსეთის სახელმწიფო ჯილდოთი “საპატიო ორდენით” მხოლოდ ოცამდე უცხოეთის მოქალაქე დაჯილდოვდა.
საქინფორმი ულოცავს ჩვენს თანამემამულეს დამსახურებულ მაღალ ჯილდოს და შეახსენებს მკითხველს, რომ რამდენიმე წლის წინ ალექსანდრე ჭაჭიას რუსეთის ფედერაციის სხვა სახელმწიფო ჯილდოც - “მეგობრობის ორდენი” გადაეცა.
2014 წლის 14 თებერვალი,
საქართველო, თბილისი
საქინფორმი