სამართალი
წუხელ გალში ორი ადამიანი დაჭრეს

tagiloniწუხელ გალის რაიონის სოფელ თაგილონში მცხოვრები ბეჟან ბერაიას ოჯახს თავს დაესხნენ. იმ დროს შემთხვევის ადგილას ოჯახთან დაახლოებული აფხაზი იმყოფებოდა, რომელმაც თავდამსხმელებს ცეცხლი გაუხსნა.

საპასუხო სროლის შედეგად სამი ტყვიით დაიჭრა ოჯახის უფროსი ბეჟან ბერაია და ოჯახში მყოფი აფხაზი ჯუმბერ გაბისონია. დაჭრილები ამჟამად გალის საავადმყოფოში იმყოფებიან. როგორც საქინფორმს აცნობეს, ყაჩაღები ოჯახის უფროსის გატაცებას ცდილობდნენ, რომელიც მცირე ბიზნესითაა დაკავებული.