სამართალი
როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, კანადაში დაკარგული 17 წლის მარიამ მახნიაშვილის დედა მისი მეუღლის მიერ ჩადენილ ქმედებებს, მათ შორის 6 თვის წინათ მეზობელზე თავდასხმას, მათი შვილის – მარიამ მახნიაშვილის დაკარგვას უკავშირებს.
ორი ადამიანის დაჭრაში ეჭვმიტანილი ვახტანგ მახნიაშვილი დღემდე პატიმრობაში რჩება. ბოლო სასამართლო პროცესზე, რომელიც ტორონტოს დროით დილის 09:00 საათზე გაიმართა, ადვოკატს გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნა არ დაუყენებია.
საქმის სირთულიდან გამომდინარე, ყველა სხვა დეტალი საზოგადოებისთვის დახურულია. სასამართლომ მტკიცებულებების გამოქვეყნებაზე გასულ შაბათს, პირველივე სხომაზე, უარი თქვა.