აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „სააკაშვილი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების იმედგაცრუებაა“

aqt-3საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 11 თებერვალს, 22:00 საათზე, ტელევიზია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პოლიტიკის დრო“, თეა სიჭინავასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კომიკურ პერსონაჟად შეაფასა.

"ევროპელი პარტნიორების შეფასებით, სააკაშვილი არის მათი პირადი იმედგაცრუება, ესეთი განწყობაა ევროპასა და ამერიკაში და, ზოგადად, ბიზნესწრეებში, რომ სააკაშვილი არის მათი იმედგაცრუება. იმიტომ რომ მათ სჯეროდათ, ისევე როგორც ჩვენ, რომ მოვიდოდა დემოკრატიული ხელისუფლება, მათ კი აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წაიყვანეს ქვეყანა. მიხეილ სააკაშვილი ძალიან კომიკური პერსონაჟი და ფიგურა გახდა. აი, თუნდაც მიუნხენი - ადამიანს, რომელიც არ იყო მოპატიჟებული, რატომ უნდა გაუჩნდეს აზრი, რომ ჩამოვიდეს იმ სასტუმროში, სადაც კონფერენცია ტარდებოდა, იქირაოს ერთი ღამით სასტუმროს ნომერი და ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთოს, იმ განწყობის შესაქმნელად, თითქოს ის მიუნხენის კონფერენციაზე მიპატიჟებული იყო. სააკაშვილს არავინ აღარ სცნობს, აღარავინ ეპატიჟება. როცა ის იყო პრეზიდენტი, ის აღარ იყო მიწვეული მიუნხენის კონფერენციაზე, სიტყვას არ აძლევდნენ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.