აქტუალური
პრემიერი ღარიბაშვილი: „გუნდში გვაქვს განწყობა, რომ მოხდეს პირდაპირი დიალოგი რუსეთის ხელმძღვანელობასთან“

aqt-1საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 11 თებერვალს, 22:00 საათზე, ტელევიზია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „პოლიტიკის დრო“, თეა სიჭინავასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა და საქართველოს მთავრობის სახელით მზაობა გამოთქვა, რომ შედგეს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან.

„მე, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაური, გიდასტურებთ, რომ მზაობა მაქვს, შედგეს რუსეთთან პირდაპირი დიალოგი. გუნდში გვაქვს ასეთი განწყობა, რომ მოხდეს პირდაპირი დიალოგი რუსეთის ხელმძღვანელობასთან.  თუ რა ფორმატის იქნება ეს შეხვედრა, ან როდის მოხდება, ან რა დროს, ან სად, ასეთ დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ჩვენ აუცილებლად უნდა დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან. ასეთ შეხვედრას კი ძალიან სერიოზული მომზადება სჭირდება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.