პოლიტიკა
Adieu, სალომე!

zurabishvili_salomeeქართულ მედიასაშუალებებში ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლის თაობაზე. ამბობენ, ზურაბიშვილი ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს საქმიანობასო.

ზურაბიშვილის პრესსამსახურში ამ ინფორმაციას ადასტურებენ. „საქართველოს გზის“ ლიდერი დღეს ჟურნალისტებისთვის სპეციალურ პრესკონფერენციას ჩაატარებს. ბრიფინგის თემა, სავარაუდოდ, ზურაბიშვილის პოლიტიკიდან წასვლა იქნება.