სამართალი
ირაკლი ალასანია: „რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა უნდა შედგეს“

irakli_alasania-samart-3საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც იგი მზადაა საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს.

მე პრეზიდენტების განცხადებების შეფასებას არ შევუდგები. ერთს ვიტყვი, რომ როდესაც ოკუპირებულია საქართველოს 20%, ჩვენს ორ ქვეყანას შორის ისეთი ურთიერთობაა, არის ურთულეს, პრაქტიკულად ჩიხურ სიტუაციაში შესული ურთიერთობები, აქედან გამომდინარე, ეს შეხვედრა უბრალოდ რომელიმე მხარის სურვილის არსებობის გამო არ უნდა შედგეს. ეს შეხვედრა უნდა შედგეს იმ შემთხვევაში, თუკი ის ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას წაადგება და მოემსახურება. სწორედ ეს პოზიცია დააფიქსირა ქართულმა მხარემ და აქედან გამომდინარე, ამაზე იქნება დამოკიდებული საქართველოს მთავრობის და ხელისუფლების გადაწყვეტილება”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სურვილის შემთხვევაში, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრისთვის მზადყოფნა გამოთქვა.