აქტუალური
"კარგია, რომ ამაზე მუშაობა არც ერთი წამით არ ჩერდება და ჩვენი მეგობარი კონგრესმენები ამას ყოველდღიურად აკეთებენ და ასეთი ინიციატივის ფორმას აძლევენ. ვიმედოვნებ, ნელ-ნელა ეს სულისკვეთება, რაც არის უაღრესად სწორი და მომგებიანი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, სულისკვეთება, რომელიც გადაწყვეტს ბევრ პრობლემას რეგიონში, გაზიარებული იქნება არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ ჩვენი სხვა მეგობარი ქვეყნების მიერაც და ეს ტენდენცია ამ წლის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა კონგრესმენებმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის NATO-ს 2014 წლის სამიტთან დაკავშირებით წერილით მიმართეს და მოუწოდეს, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა NATO-ს ასპირანტ ქვეყნებთან, კერძოდ, საქართველოსთან, მაკედონიასთან, მონტენეგროსა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, ასევე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან.