აქტუალური
ამერიკელი კონგრესმენები ჯონ ქერის საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების თხოვნით მიმართავენ

United_States_Congress-akt-საქართველო, 11 თებერვალი, საქინფორმი. „ამერიკელი კონგრესმენები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს ჯონ ქერის ნატოს 2014 წლის სამიტთან დაკავშირებით წერილით მიმართავენ და მიესალმებიან აშშ-ის ძალისხმევას, აღნიშნულ სამიტზე პრიორიტეტად აქციოს ნატოს გაფართოების პერსპექტივა“, - ამის შესახებ ნათქვამია 42 კონგრესმენის მიმართვაში.

მოვითხოვთ მიმდინარე წლის სამიტზე მონტენეგროსა და მაკედონიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერას, ბოსნია ჰერცეგოვინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში მიღწეული პროგრესის ხელშეწყობას და საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას“, - ნათქვამია კონგრესმენების წერილში, სადაც გამოთქმულია რწმენა, რომ

ასპირანტი ქვეყნების აღნიშნული ჯგუფის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა უზრუნველყოფს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებას და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას და გააძლიერებს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას რეგიონში.

ვუახლოვდებით რა 2014 წლის ნატოს სამიტს, ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ თქვენთან, რათა მხარი დავუჭიროთ მონტენეგროსა და მაკედონიის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას და ხელი შევუწყოთ ბოსნია ჰერცეგოვინასა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმებს, მათთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების გზით“, - ნათქვამია კონგრესმენების წერილში.

წერილს, რომლის ინიციატორი კონგრესმენი მაიკლ ტერნერი, ხელს  42 კონგრესმენი აწერს.