უცხოეთი
პუტინმა ლიპნიცკაიას დანახვაზე თავი ვერ შეიკავა

putin-ucx-3საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. კვირადღე სოჭში რუსი მოციგურავეების ტრიუმფით აღინიშნა, რომლებმაც გუნდურ ტურნირზე ოლიმპიური ოქრო მოიპოვეს. ჩემპიონები გახდნენ წყვილები: ტატიანა ვოლოსოჟარი და მაქსიმ ტრანკოვი, ქსენია სტოლბოვა და ფედორ კლიმოვი; მოცეკვავეები: ეკატერინა ბობროვა და დიმიტრი სოლოვიოვი და ელენა ილინიხი და ნიკიტა კაცაპალოვი, ასევე თავისუფალი პროგრამით გამოსული ევგენი პლუშენკო და იულია ლიპნიცკაია.

პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც 9 თებერვალს ფიგურულ სრიალში შეჯიბრს  სპორტის სასახლე „აისბერგში“ დაესწრო, პირადად მიულოცა რუსეთის გუნდს. ხელი ჩამოართვა ყველა სპორტსმენს, ხოლო იულია ლიპნიცკაიას თავზე ხელი გადაუსვა და მოეხვია. „ასეთი გუნდით კიდევ 10 წელი შეიძლება ისრიალო“, - უთხრა პრეზიდენტს ევგენი პლუშენკომ.

იულია ლიპნიცკაია ზამთრის ოლიმპიადის ყველაზე ნორჩი ჩემპიონია, რომელმაც ეს ტიტული 15 წლის ასაკში მოიპოვა. საჩვენებელი გამოსვლისას მან 141.51 ქულით მეორე შედეგი უჩვენა ქალთა შორის ფიგურული სრიალის ისტორიაში.

putin-ucx-3-1