საზოგადოება
მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერის სერგო ჯავახიძის განცხადებით, ჯონდი ბაღათურია ცრუობს!

jondi-sazogad-3საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. მინდა გამოვეხმაურო ქართული დასის თავმჯდომარის განცხადებას მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის და კიდევ რამდენიმე პარტიის ინიციატივაზე  „საინიციატივო ჯგუფების მიერ კანდიდატების დაყენების აკრძალვის  შესახებ“, რომელსაც პრაქტიკულად ყველა პარტიამ (საპარლამენტო და არასაპარლამენტო) დაუჭირა მხარი, გარდა „ქართული დასისა“.

ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და თუ რომელიმე პარტიამ შეცვალა პოზიცია, მაშინ მოვუწოდებ მას, ეს საჯაროდ განაცხადოს, რაზედაც ჩვენ გვექნება არგუმენტები და დამადასტურებელი მასალა, რომ 4 თებერვალს ყველა ეს პარტია იდგა ერთ პოზიციაზე, მხოლოდ ერთი პარტიის  „თავისუფალი საქართველო პოზიცია იყო გაურკვეველი რაც ჩვენ უარად ჩავთვალეთ.

ჩვენი ინიციატივის გადაგზავნის შემდეგ  “სამართლიანი საქართველოსთვის” წარმომადგენელმა თამარ ჯუღელმა, “თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენლის ალექსანდრე შალამბერიძისგან მიიღო ასეთი პასუხი: ვილაპარაკეთ მე და კახამ, ჩვენთვის მისაღებია, ოღონდ დღეს და ხვალ ველოდებით რაც წარდგენილი საკითხები გვაქვს (50% ბარიერი, ადმინისტრაცია, დავები, მრავალმანდატიანი უბნები) პასუხს, ამიტომ ეხლა ამ საკითხის ვერ დავაყენებთ“.