საზოგადოება
„თავისუფალი საქართველო“: “დავით ბერძენიშვილი - „ოცნების“ ნუგზარ წიკლაურია!”

berZeniSvili-saogad-2საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ არასაპარლამენტო პარტიებისთვის არ წარმოადგენს პრობლემას მერების და გამგებლების არჩევნებზე ბარიერის პროცენტი, რადგან არცერთი მათგანი ხმების არც 40%-ის და არც 50%-ის ამღები არ არის.

გვსურს, ვკითხოთ დავით ბერენიშვილს: რამდენი იყო რესპუბლიკური პარტიის რეიტინგი 2011 წელს, როცა პირადად ის და მისი თანაგუნდელები 50%-იანი ბარიერის გამო საპროტესტო აქციებით იმუქრებოდნენ?

რეალურად, „ქართულ ოცნებას“ თავად არ აქვს იმედი, რომ დავით ნარმანია 50%-იანი ბარიერის პირობებში შეძლებს გამარჯვებას და საარჩევნო კოდექსის საკუთარ თავზე მორგებით, ცდილობს როგორმე შეუქმნას ყოვლად ურეიტინგო კანდიდატს კომფორტული საარჩევნო გარემო.

როგორც ჩანს, დავით ბერძენიშვილმა „ქართულ ოცნებაში“ შეითავსა ის ფუნქცია, რასაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ნუგზარ წიკლაური ასრულებდა.