პოლიტიკა
საქართველო, 10 თებერვალი, საქინფორმი. ორგანიზაცია „მოქალაქეს“ პრეზენტაციაზე ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საპატრიარქოს, სასულიერო პირების და პატრიარქის კრიტიკა საჭიროა. მან მოუწოდა მედიის წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ და ისაუბრონ ეკლესიაში არსებულ შესაძლო დარღვევებზე.
სამწუხარო იქნება, თუ ბიძინა ივანიშვილის მიერ ახლად დაარსებული ორგანიზაციაც დაკავდება ამ საქმით, ხელისუფლების კონტროლის და ჯანსაღი ოპონირების ნაცვლად, რაც წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების რეალურ ფუნქციას.
მიუღებლად მიგვაჩნია ჟურნალისტების დაგეშვა და ჩასაფრება საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე და ვთხოვთ ბიძინა ივანიშვილს, პატივი სცეს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დამოუკიდებლობას, რაც ისტორიულად უმნიშვნელოვანეს როლს ატარებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების და განვითარების საქმეში.