აქტუალური
„საზღვაო ქვეითთა საექსპედიციო ბრიგადა ავღანეთის“ შემადგენლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალების III მსუბუქი ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი იმსახურებს.
უფლებამოსილების გადაბარების ცერემონია ბაზა „ლეზერნიკზე“ გაიმართა. ღონისძიებაზე საზღვაო ქვეითების ძველმა და ახალმა მეთაურობამ სარდლობისა და საექსპედიციო დანაყოფების საბრძოლო დროშები გაცვალეს. ღონისძიებას ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და კოალიციური ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, 31-ე ბატალიონის მეთაურობაც დაესწრო.
ISAF-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, 13-წლიანი საბრძოლო კამპანიის განმავლობაში მომავალი ერთი წელი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. ქვეყანა პრეზიდენტის არჩევნებისთვის ემზადება, რომლის დროსაც ავღანეთის ისტორიაში პირველად უნდა მოხდეს პოლიტიკური ძალაუფლების საყოველთაო კენჭისყრის წესით გადაცემა.