პოლიტიკა
სოჭის ოლიმპიურ სოფელში ქართული დროშა აღიმართა
1-flagსაქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. სოჭში, ოლიმპიურ სოფელში ქართული დროშა აღიმართა. დროშის აღმართვის საზეიმო ცერემონია 6 თებერვალს გაიმართა. საქართველოს სახელმწიფო დროშა, "სოჭი 2014"-ის მონაწილე 87 ქვეყნის დროშის გვერდით ფრიალებს.
"ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ოლიმპიური ოჯახის წევრია. ოლიმპიურ სოფელში საქართველოს სახელმწიფო დროშა აღიმართა, 7 თებერვალს კი ჩვენი გუნდი თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონიალში მიიღებს მონაწილეობას", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა, სოჭში საქართველოს გუნდის ხელმძღვანელმა მამუკა ხაბარელმა.დროშის აღმართვის ცერემონიალს სპორტსმენებისა და მამუკა ხაბარელის გარდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, სეოკ-ის რამდენიმე თანამშრომელი და ქართველი ჟურნალისტები ესწრებოდნენ. სოჭის ოლიმპიადაში სულ ოთხი ქართველი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას: მოთხილამურეები ნინო წიკლაური, იასონ აბრამიშვილი, ალექსი ბენიანიძე და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი, რომელიც სოჭში 14 თებერვალს კანადიდან ჩავა. საქართველოს ნაკრების მედროშე ოლიმპიადის გახსნაზე ნინო წიკლაური იქნება.