სამართალი
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

1-moSeniCestvo-pravo-1საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა გამოავლინეს და თაღლითობაში ამხილეს 1963 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ბესიკ .

ბესიკ . გამოგონილი სახელითა და გვარით კერძო კომერციული სტრუქტურების ხელმძღვანელებს და ბიზნესმენებს უკავშირდებოდა, როგორც შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი და სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ მათ გარკვეული თანხების გადახდას სთხოვდა.

მიმდინარე წლის 5 თებერვალს ბესიკ . ვისოლ ჯგუფის” ხელმძღვანელებს დაუკავშირდა და შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს სახელით 2500 ლარის გადახდა მოსთხოვა. ბესიკ ხ-მ გზავნილის სახით ჩარიცხული თანხა „ლიბერთი ბანკის“ ონის ფილიალიდან 2014 წლის 6 თებერვალს გამოიტანა.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).