აქტუალური
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანზორ ჩუბინიძეს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნამდე თემურ მღებრიშვილი მუშაობდა შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორად. მას აღნიშნულ სტრუქტურაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 18-წლიანი გამოცდილება აქვს.