უცხოეთი
საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის ნაკრების მედროშე სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ბობსლეისტი ალექსანდრე ზუბკოვი იქნება.
მედროშე ოლიმპიური გუნდის შტაბის ხელმძღვანელობის სხდომაზე დასახელდა. ოლიმპიადის გახსნის ცერემონია 7 თებერვალს, მოსკოვის დროით 20:14 საათზე დაიწყება. ზუბკოვი ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორია: მან „ვერცხლი“ მოიგო ტურინში 2006 წელს, ხოლო „ბრინჯაო“ - 2010 წელს ვანკუვერში.