სამართალი
ქარჩაიძე: „მერაბიშვილის ბრძანება მომიტინგეთა მასობრივი დაკავების შესახებ უკანონო იყო“

1-merabiSvili-sam-3საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 26 მაისის აქციის ეპიზოდზე ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაიკითხა ბრალდების მოწმე სიმონ ქარჩაიძე, რომელიც 26 მაისის მოვლენების დროს გახლდათ შსს განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ვისი შედგენილი გეგმის მიხედვითაც მოხდა 26 მაისის აქციის დაშლა.  ქარჩაიძის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის ბრძანება მომიტინგეთა მასობრივი დაკავების შესახებ უკანონო იყო.

მისივე ინფორმაციით, 26 მაისის აქციაზე ჯამში 800-მდე ადამიანი დააკავეს, ხოლო დაკავების შესახებ ბრძანება  აქციის დაშლამდე გამართულ თათბირზე მინისტრისგან მისმა მოადგილეებმა გია ლორთქიფანიძემ და შალვა ჯანაშვილმა მიიღეს. ქარჩაიძე სწორედ ამ თათბირის ერთ-ერთი მონაწილე იყო.

ქარჩაიძემ დაკითხვისას აღნიშნა, რომ წერილობითი გეგმის მიხედვით რუსთაველის გამზირზე აქციის დაშლისას უნდა ჩაკეტილიყო ორი ქუჩა და გასასვლელები უნდა დაეტოვებინათ, თუმცა ადგილზე გეგმა არ შესრულდა.

დღესვე სასამართლოზე ბრალდების მხარის კიდევ სამი მოწმის დაკითხვა იგეგმება.