სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
1-samart-2-kitaecსაქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ეროვნებით ჩინელი საქართველოს მოქალაქე, 1956 წელს დაბადებული ივანე კ. დააკავეს. დაკავებულს მიმდინარე წლის 4 თებერვალს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე მის მიერ ნაქირავებ ვალუტის გადამცვლელ პუნქტში, გვერდით მდებარე სავალუტო ჯიხურის მეპატრონესთან, 1958 წელს დაბადებულ გენადი ლომიძესთან თანხასთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გენადი ლომიძე მძიმე ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებული ჯიხურში ჩაიკეტა და თვითმკვლელობით იმუქრებოდა. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულმა სამართალდამცველებმა 15-საათიანი მოლაპარაკების შემდეგ ბრალდებულის განიარაღება შეძლეს და ადგილზე დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).