სამართალი
ზურაბ ტ. 2014 წლის 2 თებერვალს, ღამით, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში, ანდრია შ-ს საცხოვრებელ სახლში, 1971 წელს დაბადებულ თეონა ც-ს ურთიერთშელაპარაკებისას სხეულის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თეონა ც. მიყენებული დაზიანებებისგან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. დანაშაულს შეესწრო ანდრია შ, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ზურაბ ტ. სოფელ სარფში, ხოლო ანდრია შ. თელავში დააკავეს.
ზურაბ ტ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ზურაბ ტ-ს მიმართ განზრახ მკვლელობის, ხოლო ანდრია შ-ს მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს.