აქტუალური
საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც ქვეყნის საგარეო დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლებსა და იუსტიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს შეხვდა.
საუბარი, ძირითადად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას შეეხო, განიხილეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებიც. „საუბარი იყო ევროკავშირზე, მოსალოდნელ ხელმოწერაზე და იმის მოლოდინზე, რაც ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ექნება აშშ-სგან. ვიმსჯელეთ იმ საკანონმდებლო რეფორმებზეც, რომლებიც აუცილებლად უნდა გაატაროს საქართველოს ხელისუფლებამ, რათა ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა გვქონდეს, რაც, საბოლოო ჯამში, ჩვენი მთავარი ამოცანაა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.