აქტუალური
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ერთდღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფება

1-torbion-akt-1საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი თბილისში ერთდღიან ვიზიტს მართავს. ამ წუთებში ტორბიო იაგლანდი საგარეო უწყებაში მინისტრს ხვდება. ვიზიტის მიზანი საქართველოსთვის ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმის დამტკიცებაა. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ მხარეები გამართავენ სამოქმედო გეგმის პრეზენტიაციას, დაგეგმილია ერთობლივი ბრიფინგიც, სადაც ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ კითხვები დაუსვან ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს და საგარეო უწყების წარმომადგენელს.

საგარეო უწყებაში სტუმრობამდე გაიმართა შეხვედრა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქართული დელეგაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ოპოზიციისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. საუბარი შეეხო როგორც ქვეყნის საგარეო კურსს, ასევე ოპოზიციამ ისაუბრა შიდა პოლიტიკაზე, მათ შორის, ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებზე.

დღესვე ევროსაბჭს გენერალური მდივანი მოლაპარაკებას გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.

ვიზიტის ფარგლებში შევხვდები ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრს, წარმოვადგენ სამოქმედო გეგმას საქართველოსთვისაც. ასე რომ, საკმაოდ ფართო პროგრამა მაქვს“, - განაცხადა შეხვედრების დაწყებამდე ტორბიორნ იაგლანდმა.

იაგლანდი თბილისს დღესვე დატოვებს და უკრაინაში გაემგზავრება.