საზოგადოება
საქართველოში წელს შიდსის შემთხვევების მატების ტენდენცია ფიქსირდება

aidsმიმდინარე წელს საქართველოში შიდსით ინფიცირების 366 შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც საქინფორმს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრიდან აცნობეს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, წელს აივ ინფექცია/შიდსის შემთხვევების მატების ტენდენცია ფიქსირდება; გამოვლენილია 67 ახალი შემთხვევა.

შიდსის ცენტრის ინფორმაციით, სულ პირველი შემთხვევიდან დღემდე საქართველოში ვირუსით ინფიცირების 2 602 შემთხვევაა რეგისტრირებული. ინფიცირებულთაგან 1 920 მამაკაცია, 682 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობის ასაკი 29-დან 35 წლამდეა. შიდსით დაავადებულთა 57.6% ნარკოტიკების ინიექციური მომხმარებელია. 35.8% ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად დაინფიცირდა, 2.8% - ჰომო/ბისექსუალური გზით, 2.3 % - ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5% სისხლის რეციპიენტია; 1.0%-ის ინფიცირების გზა კი დაუდგენელია. აღსანიშნავია, რომ აივ ინფექცია/შიდსის ყველაზე მეტი შეთხვევები თბილისშია.