რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: “ ქართველებო, ნუ აღშფოთდებით, თუკი ხვალ უკრაინიდან თქვენს დეპორტაციას მოახდენენ და საქართველოსთან სავიზო რეჟიმს შემოიღებენ!”

1-gruzini-pol2აგერ უკვე მესამე თვეა თვალყურს ვადევნებთ, დასავლეთის მიერ მოსყიდული ბოროტმოქმედების ბანდა როგორ ცდილობს უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მოახდინოს და კანონიერი ხელისუფლება დაამხოს. ამაში მათ ეხმარება მრავალრიცხოვანი დესანტი საქართველოდან საერთაშორისო სამხედრო დამნაშავის მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, რომელიც ამჟამად ქართულ მართლმსაჯულებას აშშ-ში ემალება. ამიტომ ქართული ლაპარაკი და საქართველოს სახელმწიფო დროშა კიევის ევრომაიდანზე დიდი ხანია აღარავის აკვირვებს.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ საქართველოში ყველამ თითქოს პირში წყალი ჩაიგუბა და ამით ფარულად გამოხატავენ სოლიდარობას “ნაცმოძრაობის” და მისი “თავისუფალი ზონის” ტიპის ქვედანაყოფების მიმართ, რომლებიც თბილისში ხმაურიან აქციებს მართავენ ე.წ. უკრაინის ოპოზიციის მხარდასაჭერად!

მახსენდება,  რუსეთში ქართული დიასპორა - ქართველები, რომლებიც რუსეთში მუშაობით დიდ ფულს შოულობენ და საქართველოში აგზავნიან, ამავე დროს ბოლო მომენტამდე როგორ გააფთრებით უჭერდნენ მხარს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს, მათთან მეგობრობაზე ოცნებობდნენ, ქართულ რესტორნებში მათ სადღეგრძელოებს სვამდნენ, ხოლო ბოლშაია გრუზინსკაიას №13-ში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ქართული ეკლესია პრაქტიკულად “ნაცმოძრაობის” აგიტპუნქტად იქცა.

რუსებმა მაშინ, როგორც უკრაინელებმა - დღეს, დაინახეს ეს შავი უმადურობა ჩვენი თანამემამულეების მხრიდან და 2006 წელს უკვე დაიწყეს იქ არალეგალურად მცხოვრები ქართველების დეპორტაცია სატვირთო თვითმფრინავებით. გეთანხმებით, არაკომფორტული იყო, თუმცა, როგორც ჩანს, ჭკუა ჯერ ვერ ვისწავლეთ.

ქართველებო!

თუ უკრაინა თქვენს მეორე სამშობლოდ მიგაჩნიათ და მის ბედზე გული შეგტკივათ, თუ უკრაინაში ქართული დიასპორა ხართ, რომელიც უკრაინულ საზოგადოებაშია ინტეგრირებული, მაშინ უკრაინელ ხალხთან ერთად დადექით!  მაიდანზე წაართვით ქართული სახელმწიფო დროშები სააკაშვილის ასობით გარეწარს, რომლებიც ქართველების სახელს და საქართველოს არცხვენენ! გაერკვიეთ ქართველ გამყიდველ პოლიტ-გასტარბაიტერებთან, რომლებიც დღეს უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ იბრძვიან!

ხოლო თუ თქვენ იქ სტუმრები ხართ, უკრაინაში მხოლოდ ფულის საშოვნელად ჩახვედით და ფეხებზე გკიდიათ - რას იფიქრებენ თქვენზე უკრაინელები, მაშინ, რა თქმა უნდა, სახლში იჯექით და ცხვირი არ გამოჰყოთ, როგორც უკრაინაში საქართველოს ელჩი გირჩევთ. მაგრამ არ გაგიკვირდეთ და არ აღშფოთდეთ, თუკი ხვალ, ქართველი ეროვნების დამნაშავეების გამო (მათ ქართველები რომ ვუწოდო, ენა არ მიბრუნდება!), რომლებიც ევრომაიდანზე იბრძვიან და გრუშევსკიზე მანქანებს წვავენ, უკრაინის ხელისუფლება ქართველების მასობრივ დეპორტაციას დაიწყებს და საქართველოსთან სავიზო რეჟიმს შემოიღებს.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 6 თებერვალი
საქართველო, თბილისი

1-gruzini-1 1-gruzini-2