აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვა ქართული ოლიმპიური ნაკრების წევრებს

1-aqtual-1-obraSenieსაქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი.
„ძვირფასო ოლიმპიელებო!
ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა  ნებისმიერი სპორტსმენისათვის  უაღრესად საპატიოა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველი სპორტსმენები აკმაყოფილებთ ოლიმპიური თამაშების სტანდარტებს და მონაწილეობთ მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენთა უმაღლესი დონის შეჯიბრებებში.

2014 წლის სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობა ჩვენში განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს, რადგან ოლიმპიადა ტარდება საქართველო-რუსეთის საზღვართან, ოკუპირებულ აფხაზეთთან ახლოს. მეტად რთული იყო გადაწყვეტილების მიღება ამ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის შესახებ; მაგრამ ჩვენ გავითვალისწინეთ სხვადასხვა ფაქტორი და ეს გადაწყვეტილება ქართული სპორტისა და ჩვენი სპორტსმენების, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების სასარგებლოდ მივიღეთ. საქართველოს მეგობრები იზიარებენ ჩვენს პოზიციას.

დაუშვებელია სპორტის პოლიტიზება. სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობით  საქართველო დგამს კეთილი ნების ნაბიჯს საერთაშორისო თანამეგობრობისა და ზოგადად ოლიმპიური მოძრაობის მიმართ.

ახლა ჯერი თქვენზეა, ჩვენს სახელოვან სპორტსმენებზე. მთელი საქართველო, ყველანი თქვენი გულშმატკივარი ვართ და განსაკუთრებული ინტერესით ვადევნებთ თვალს თქვენს წარმატებებს.

ირაკლი ღარიბაშვილი“