სამართალი
საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. 2014 წლის 4 თებერვალს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ტრაქტორების საქმეზე ბრალდებულების განცხადების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ბრალდებულებისათვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტებისა და განრიდების მოტივით საქმის გამოთხოვის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქმეზე ყველა ბრალდებულს დაუზუსუტდა ბრალი მხოლოდ სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს მოხელის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. ასევე საქმე დაბრუნდა პროკურატურაში ბრალდებულების განსარიდებლად.