სამართალი
სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების ღამის კლუბში გაფლანგვის ფაქტზე სერგო ქავთარაძეს ბრალდება წარედგინა

1-kavtaraZe-samart-1საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა  .თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ააიპძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად მიმალვაში მყოფი სერგო ქავთარაძე.
2010 წლის აპრილ-მაისში ქ.თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ააიპ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის თანამშრომლები  ღამის კლუბდივას სტუმრობდნენ, სადაც მათ მიერ გართობის მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ გაიხარჯა საერთო ჯამში 5 129,45 ლარი. მოგვიანებით, გაფლანგული თანხების საწარმოს ბუღალტერიაში ასახვის და მისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ააიპ ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარის სერგო ქავთარაძის დავალებით, ღამის კლუბდივადან გამოთხოვილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია (ინვოისები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რისი მეშვეობითაც უკანონოდ გახარჯული თანხები  საწარმოს წარმომადგენლობით ხარჯებში გატარდა.

ამ გზით, სერგო ქავთარაძის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არამიზნობრივად და ფონდის მიზნების საწინააღმდეგოდ, ღამის კლუბ „დივაში“ გართობისთვის გაფლანგული იქნა ააიპ „ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდის“ კუთვნილი ფულადი თანხები, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.
სერგო ქავთარაძეს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, რაც 4 დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.