საზოგადოება
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან სამუშაო სადილი გამართა

1-sazog-3-mtav-sadiliსაქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან სამუშაო სადილი გამართა. შეხვედრა ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში გაიმართა და მას ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლები, ასევ ევროკავშირის ელჩები დაესწრნენ.
როგორც სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს არის მისი, როგორც პრემიერ–მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში. ჩამოვედი, რათა გადმომეცა ჩვენი ხელისუფლების მთავარი მესიჯი–ჩვენ ვირჩევთ ევროპულ მომავალს. ეს არის არჩევანი, რომელიც გააკეთა ქართველმა ხალხმა. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში მოხდეს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა“, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ მასთან შეხვედრისას იხუმრა, რომ საქართველო შესაძლოა გინესის წიგნშიც აღმოჩნდეს, როგორც ქვეყანა, რომელმაც მოახერხა ყველაზე სწრაფად დაესრულებინა მოლაპარაკებები.
მე ვიქნები ბედნიერი, თუ ჩვენ ამ რეკორდს მოვხსნით. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა იქნება საქართველოსთვის ყველაზე კარგი მცველი შიდა თუ გარე რისკებისგან. ის გაგვიხსნის გზას, რათა ავაშენოთ ევროპული, განვითარებული საქართველო“,– დასძინა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.

1-sazog-3-1-sadili