პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

1-polit-3-belgiisსაქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელგიის სამეფოს ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს დიდიე რეინდერს შეხვდა. შეხვედრა ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ურთიერთობას ევროკავშირთან და ნატოსთან. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით მიღწეულ წარმატებებზე. მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობისა და განვითარების ტენდენციები.
ბელგიის ვიცე-პრემიერმა კვლავ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესისადმი.