პოლიტიკა
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა ევროკავშირის მზაობა, საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებას რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში მოეწეროს ხელი. საუბარი შეეხო საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციას და ამ მხრივ ევროკავშირის როლის გააქტიურების მნიშვნელობას.
შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროცესზე.