უცხოეთი
„ჟენევა-2“: ახალ რაუნდში მონაწილეობას მიიღებენ ირანი, საუდის არაბეთი და თურქეთი

1-lavrov-keriსაქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვის მოლაპარაკებების შედეგად, გახმოვანდა ინიციატივა, რომლის თანახმადაც ჟენევის მოლაპარაკებათა ახალ რაუნდში მონაწილეობას მიიღებენ ირანი, საუდის არაბეთი და  თურქეთი. ამის შესაახებ The Voice of Russia იუწყება.

ეს ქვეყნები სირიაში დაპირისპირების საკვანძო სუბიექტებს წარმოადგენენ: ირანი - როგორც დამასკოს მოკაშირე, საუდის არაბეთი და თურქეთი კი როგორც სირიის ოპოზიციის დამფინანსებლები.

როგორც ცნობილია, გაეროს გენმდივანმა ბენ კი მუნმა სირიის ოპოზიციის მოთხოვნით უკან გაიწვია უწინ ირანისთვის გაგზავნილი მოსაწვევი.

ამავდროულად კი დიდმა ბრიტანეთმა სირიის საქმეში რეზოლუციის ახალი პროექტი შეიმუშავა, რომელიც არაბეთის რესპუბლიკაში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას გაითვალისწინებს.